პესკოვი: მთელი ეს ისტორია, უკრაინაში რაც ხდება, ზუსტად მომავლისთვისაა

მთელი ეს ისტორია, უკრაინაში ჩვენი შესვლა ზუსტად მომავლისთვისაა, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი უზრუნველყოფილი იყოს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, ფიქრობს იმაზე, რომ დაიბრუნოს ყირიმი, თავს ესხმის ყირიმს, რუსულ ყირიმს და აქტიურდება NATO-ს მე-5 მუხლი. ბირთვული შეიარაღების მქონე NATO-ს ქვეყნებს მოუწევდათ უკრაინის დაცვა. ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომი. ის, რაც ახლა ხდება, მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს მსგავსი ომის საფრთხის შესაძლებლობა”, – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები