გიორგი ამილახვარი: თუ ვინმემ იცოდა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დაწყებულიყო, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამის თავიდან ასაცილებლად
თუ ვინმემ იცოდა იმის შესახებ, რომ უკრაინაში ეს თავდასხმა და ომი შეიძლება, დაწყებულიყო, ალბათ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თავი აერიდებინა ამ ძალიან რთული მოცემულობისთვის, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
“ამ ომს ახლავს, სამწუხაროდ, დიდი ჰიბრიდული ომი, რომლის ბინძური ნაწილი არის პროპაგანდისტული ომი, არის ურთიერთბრალდებები, თუ ვინმემ იცოდა იმის შესახებ, რომ უკრაინაში ეს თავდასხმა და ომი შეიძლება, დაწყებულიყო, ალბათ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თავი აერიდებინა ამ ძალიან რთული მოცემულობისთვის, რაც დღეს გვაქვს”, – განაცხადა ამილახვარმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ ჯერ კიდევ დეკემბერში იცოდა, რომ რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი იყო, თუმცა, მათ აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობას არ მიაწოდეს, რათა ყოვლისმომცველი ქაოსი არ გამოეწვიათ.