აშშ უკრაინას ათასობით Stinger-ს, Javelin-სა და დამრტყმელ დრონს გადასცემს
შეერთებული შტატები უკრაინას ათასობით Stinger-ის და Javelin-ის კომპლექსებს გადასცემს, ასევე, Switchblade-ის ასობით დრონს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
იარაღის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარი დაამტკიცა.
პენტაგონმა გადასაცემი იარაღის სია გამოაქვეყნა, რომელშიც შედის:
1400-ზე მეტი Stinger-ი; 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ი; 7 ათასზე მეტი სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა; ასობით ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი SwitchBlade-ი; ანტისაარტილერიო და უპილოტო საჰაერო სისტემების სათვალთვალო 4 რადარი; ნაღმტყორცნების 4 სარადარო სისტემა; დაჯავშნილი მაღალმოძრავი მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები; 50 მილიონზე მეტი ტყვია; 45 ათასი ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი; სარაკეტო სისტემები ლაზერული ხელმძღვანელობით; Puma-ს უპილოტო საჰაერო სისტემები; ღამის ხედვის მოწყობილობები, სატელევიზიო სისტემები, საკომუნიკაციო სისტემები, ოპტიკა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge