7 აპრილი დარეჯან ხარშილაძის დაბადების დღეა
7 აპრილს 70 წელი შეუსრულდა თეატრისა და კინოს მსახიობს, დარეჯან ხარშილაძეს.
დაიბადა 1952 წელს თბილისში. 1974 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1970-1975 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობი.
1975 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობს.
კინოში შეასრულა უამრავი მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ინალი („XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, 1978), ახალგაზრდა ევა („დღეს ღამე უთენებია“, 1983), მართა („სვანი“, 2007), მზია („ხსოვნა“, 1989), ლილი („ლეონარდო“, 1993), ზაირა („ორფეოსის სიკვდილი“, 1996), ანთიმოზის დედა („ანთიმოზ ივერიელი“ 2003) და სხვა.