კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს დაემსგავსება

დონბასისთვის ბრძოლა ძირითადი ოპერატიული მანევრებით და ათასობით ტანკით, თვითმფრინავითა და ჯავშანტექნიკით მეორე მსოფლიო ომს დაემსგავსება, – ამის შესახებ, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, – წერს Reuters.

კულებამ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას დახმარება უახლოეს დღეებში გაუწიონ.

”ან დაგვეხმარებით ახლა – მე ვსაუბრობ დღეებზე და არა – კვირებზე, – ან თქვენი დახმარება ძალიან დაგვიანდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები