ნატო-ს ქვეყნები დღეს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავენ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის, მათ შორის, მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავენ.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღევანდლეი შეხვედრის წინ განაცხადა.

”არსებობს უკრაინის მხარდაჭერის გადაუდებელი აუცილებლობა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, ასევე, მძიმე იარაღის მიწოდების საკითხს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, იარაღის მიწოდება ხდება უკრაინის თავდაცვის უფლების უზრუნველსაყოფად.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები