ზელენსკის ოფისი: რუსეთს ომის 42-ე დღეს უკვე $12,19 მილიარდის ზარალი აქვს
რუსეთი, უკრაინაში წარმოებული ომის 42-ე დღეს, 12,19 მილიარდ-დოლარიან პირდაპირ სამხედრო ზარალს განიცდის.
ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა.
“რუსეთის პირდაპირი სამხედრო ზარალი უკრაინაში 42 დღის სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განმავლობაში – 12,19 მილიარდი დოლარია“, – წერს ის.
საინვესტიციო პროგრამების ბიურომ რუსული არმიის პირდაპირი დანაკარგების ინფოგრაფიკა გამოაქვეყნა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge