“პსკოვსკაია გუბერნია”: 60-მდე რუსმა სამხედრომ უკრაინაში ომზე უარი თქვა
60-მდე პსკოველმა სამხედრომ უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე უარი თქვა.
ამის შესახებ გამოცემა “პსკოვსკაია გუბერნია” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც აღინიშნება, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, შემდეგ პსკოვში მუდმივი განლაგების ადგილებზე დააბრუნეს.
მათ ვინც ბრძოლაზე უარს ამბობს, ათავისუფლებენ, თუმცა, ზოგს სისხლის სამართლის საქმეებითაც ემუქრებიან.
„არაოფიციალური ინფორმაციით, ახლა პსკოვში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მუშაობს (ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ ეს არის შოიგუს ერთ-ერთი მოადგილე)“, – აღნიშნავს “პსკოვსკაია გუბერნია”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge