დავით სერგეენკომ 32 ექიმს სერტიფიკატები გადასცა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური სექტორის პროფესიული კადრების გადამზადების პროექტის ფარგლებში 32 ექიმს სერტიფიკატები გადასცა, მათ შორის იყო 11 სამხედრო, 11 სასწრაფო – სამედიცინო დახმარების და 10 ოჯახის ექიმი. სამინისტროს ცნობით, სასწავლო კურსი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში 30 ივნისს დაიწყო და ერთი თვე მიმდინარეობდა. სწავლების ამ ეტაპზე სულ 171 ექიმი გადამზადდა (მათ შორის 49 სამხედრო ექიმი, შიდა ქართლის რეგიონის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურების 64 ექიმი და 58 სოფლის ექიმი) თბილისში, გორში, ქარელსა და კასპში. სწავლების დასკვნით ეტაპზე კურსდამთავრებულმა ექიმებმა სიმულაციური ვარჯიში წარმოადგინეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხარაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები