პოდოლიაკი – პარტნიორებს: თუ არ დაგვეხმარებით, რატომ შეწყვეტენ რუსები უკრაინის განადგურებას
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს.
”თუ არ დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით – მძიმე არტილერიით და საჰაერო თავდაცვით, ასევე, თუ ხვალ არ დააწესებთ რეალურ სანქციებს – პირდაპირი/ირიბი ენერგეტიკული ემბარგო, მაშინ როგორ ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომის დასასრულს?
რატომ უნდა შეწყვიტონ რუსებმა უკრაინის განადგურება და მკვლელობა?“, – წერს პოდოლიაკი ”ტვიტერზე”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge