სტოლტენბერგი: ომი შეიძლება, წლებიც კი გაგრძელდეს, ნატო უნდა იყოს მომზადებული გრძელვადიანი თავდაცვისთვის
ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს დიდხანს, რამდენიმე თვე და წლებიც კი. ამიტომ, ნატო უნდა იყოს მომზადებული გრძელვადიანი თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, შევინარჩუნოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გავაძლიეროთ თავდაცვა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიომ ნახა პუტინის სისასტიკე სასურველი მიზნის მისაღწევად, რამაც ევროპის უსაფრთხოების რეალობა შეცვალა.
„ჩვენი ვფიქრობთ, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს ახლავე და პრეზიდენტ პუტინს აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს ომი, თუ ჯარებს გაიყვანს და შეწყვეტს დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე, უკრაინაზე თავდასხმას და დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, კეთილსინდისიერად გამოსავლის მოსაძიებლად. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, რომ ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს დიდხანს, რამდენიმე თვე და წლებიც კი. ამიტომ, ნატო უნდა იყოს მომზადებული გრძელვადიანი თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, შევინარჩუნოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გავაძლიეროთ თავდაცვა. მე ველოდები, რომ მინისტრები გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავენ. მე ასევე მჯერა, რომ როცა უნდა დასრულდეს ომი, ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ ვნახეთ სისასტიკე და პუტინის ნება, გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა მიაღწიოს სასურველს. ამიტომ, ამან შეცვალა ევროპაში უსაფრთხოების რეალობა მრავალი წლით. ჩვენ დავიწყეთ პროცესი და დავავალეთ სამხედრო მეთაურებს, შესთავაზონ ვარიანტები ნატო-ს ქვეყნების ლიდერებს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ უნდა გადახალისდეს თავდაცვა და შეკავება გრძელვადიანი პერიოდისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge