Reuters: ორბანმა პუტინი და ზელენსკი მოსალაპარაკებლად უნგრეთში მიიწვია – პუტინი თანახმაა
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების გასამართად უნგრეთში მიიწვია.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
“ორბანმა განაცხადა, რომ მან პუტინი უნგრეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტების, ასევე, გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. მან თქვა, რომ პუტინის პასუხი დადებითი იყო, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ პირობები ექნება”, -წერს სააგენტო.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა პუტინთან დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge