შოლცი: გერმანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ბერლინი კიევის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს და ჯერ კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს.
ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში თქვა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეიძლება, ზუსტად განხორციელდეს გარანტიები.
„უსაფრთხოების გარანტიების საკითხი დაყენებულია, ის ჯერ არ არის დამუშავებული. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ – კონფიდენციალურობის აუცილებელ ატმოსფეროში. ამას ვაკეთებთ სხვებთან, ვისაც ეს ეხება, ვისაც შეუძლია ამაში მონაწილეობა. ბუნებრივია, რომ ამის დაკონკრეტება არ შემიძლია, რადგან უნდა დამუშავდეს ის საკითხები, რომლებიც გარანტირებული უნდა იყოს“, – განაცხადა შოლცმა.
ნეიტრალიტეტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.
“ყველაფერში, რაც ახლა ხდება მოლაპარაკებების ირგლივ, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს მსოფლიოს ნაკარნახევი. როდესაც რუსულ მხარესთან ვსაუბრობთ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს ვესაუბრები, მე ნათლად ვამბობ, რომ უკრაინელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რის მიღებაც სურთ, სხვა არავინ“, – დასძინა შოლცმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge