“უკრაინაში ზოგიერთ მაღაროს ვერ აღვადგენთ” – უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, საოკუპაციო ძალები ქვანახშირის მაღაროებსა და გაზის საბადოებს ანადგურებენ.

ამის შესახებ RBC-უკრაინას ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა.

მინისტრის თქმით, არის მაღაროები, რომელთა აღდგენა შეუძლებელია.

„არის მაღაროები, რომლებსაც ვერ აღვადგენთ. ისინი დატბორილია და სამუშაოდ მათი დაბრუნება შეუძლებელია. ეს არის, მაგალითად, ლუგანსკის ოლქში მაღარო “ზოლოტაია” და “ტოშკოვსკა”. ისინი ძლიერი დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა“, – განაცხადა მინისტრმა.

გალუშჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ შეფერხებულია ლოჯისტიკა და ნახშირის წარმოება შემცირდა.

“სურგაის” მაღარო არ მუშაობს, ხალხი თავშესაფრებშია და მათ იქიდან ამოსვლის საშუალება არ აქვთ. ყველა დანარჩენი მუშაობს. მაგრამ მოპოვება შემცირდა ლოჯისტიკური პრობლემების გამო. რაც შეეხება გაზის საბადოებს, დაზიანებულია “ოლიშევსკის” საბადო ჩერნიგოვის რაიონში. გაზის წარმოება, ზოგადად, დაახლოებით, 15%-ით შემცირდა, ხოლო სახელმწიფო მაღაროებში ნახშირის მოპოვება 30%-მდეა შემცირებული“, – განაცხადა გალუშჩენკომ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები