იტალიური მედია: სოლოვიოვის ვილას კომოს ტბაზე ცეცხლი წაუკიდეს

იტალიაში, კომოს ტბაზე რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილაში უცნობმა პირებმა ხანძარი გააჩინეს. იტალიური გამოცემის – Corriere della Sera-ს ცნობით, კრემლის პროპაგანდისტის ქონებას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, ხანძრის გასაჩენად კი საბურავები გამოიყენეს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, შეღებილი და დაზიანებულია სოლოვიოვის მეორე სახლის კედლებიც და ცეცხლი წაეკიდა სოლოვიოვის კიდევ ერთ ვილას იტალიაში.

საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები