შალვა პაპუაშვილი – დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებს შევხვდები და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რეგიონის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ

“დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებს შევხვდები და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რეგიონის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, შეხვედრები იქნება რეგიონის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებს შევხვდები და ვისაუბრებთ რეგიონის მნიშვნელობაზე იმ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რასაც დიდ რეგიონში ვხედავთ. ის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოხდა, წინ მიდის ორმხრივი ურთიერთობები, იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც არის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, სტაბილურად მომავალშიც შეასრულებს თავის ფუნქციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები