“სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დელეგაციებს შევხვდებით, რომლებთან ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე” – სამხარაძე
“სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დელეგაციებს შევხვდებით, რომლებთან ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთიც საქართველოსთვის ახლობელი და მეგობარი ქვეყანაა.
„ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გვახსოვს, როცა არჩევნების თაობაზე თქვა, რომ გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა. ლუქსემბურგის დელეგაციას ინფორმაციას მივაწვდით, რა ხდება პროცესში. ვისაუბრებთ იმაზე, რომ გვინდა, ევროინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს და ხელოვნური ბარიერებია შექმნილი. საბერძნეთიც საქართველოსთვის ახლობელი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ბერძნების მხარდაჭერის იმედიც გვაქვს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.