ახალციხეში დედაენის კვირეული საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა

დედაენის კვირეულის ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში თემატური ფილმის ჩვენება მოეწყო, რის შემდეგაც მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს თემაზე – „მე რომ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები მონაწილე ვყოფილიყავი“.

მსმენელებმა ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მისი გავრცელების მნიშვნელობაზე.

აქტივობების მიზანი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის სახელმწიფო ენის ისტორიის უკეთ გაცნობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები