საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც ის დღეს სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.
„კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის ახალი საფრთხეები, რომლებიც ძალიან კარგად ჩანს ყველა ქვეყანაში. ყველა ცდილობს დღესდღეობით, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები გარე ჩარევისგან დაიცვას. ამ მხრივ ვისაუბრებ ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე, რომ ჰიბრიდულ, გარეჩარევის საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.