საქართველოს პრეზიდენტმა 280 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 280 პატიმარი შეიწყალა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, 280 შეწყალებულიდან 8 ქალი, 10 არასრულწლოვანია.
“შეწყალების კომისიამ სულ 2743 საქმე განიხილა. ეს არის განცხადებები, რომლებიც პრეზიდენტის სახელზე იყო შემოსული. მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრულია შეწყალების კომისიის დებულებით. შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია, 10 არასრულწლოვანი. 280 მსჯავრდებულიდან სულ 169 პატიმარი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, რომელთაგან 5 ქალი, 4 კი არასრულწლოვანია. დანარჩენ 111 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით შეეცვალა სასჯელი – ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მესამედი ჩამოაკლდა. 111 მსჯავრდებულს შორის 5 ქალი, 6 არასრულწლივანია”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. 111 მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა, ხოლო 169 მსჯავრდებულს სავარაუდოდ დღის ბოლომდე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.