“კიევის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანა კეთილი ნების ჟესტია” – პესკოვი
კრემლში აცხადებენ, რომ კიევიდან რუსული ჯარების გაყვანა კეთილი ნების ჟესტია.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა.
მისი თქმით, კეთილი ნების ეს ჟესტი საჭიროა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად, რომ მათზე სერიოზული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.
“მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ჩვენ გვინდოდა, კეთილი ნების ჟესტი გამოგვეჩინა. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ, პრეზიდენტმა პუტინმა ჩვენს ჯარებს რეგიონის დატოვება უბრძანა”, – თქვა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ელოდება წამოყენებულ პირობებზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას, რაც უკრაინაში “სპეცოპერაციის დასრულებას შეუწყობს ხელს”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge