რომის პაპმა წირვა ბუჩადან გამოტანილი უკრაინული დროშით ხელში ჩაატარა
რომის პაპმა ფრანცისკემ ბუჩაში ხალხის ხოცვა-ჟლეტა მკაცრად დაგმო.
პონტიფიკოსმა, ყოველკვირეული საერთო აუდიენციის დასასრულ, დამსწრე საზოგადოებას უკრაინის დროშა აჩვენა, რომელიც მას წინა დღეს, ბუჩადან გაუგზავნეს.
ფრანსისკეს თქმით, დროშა იმ ქალაქიდანაა, “სადაც შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები სისასტიკეს ემსხვერპლნენ”.
ამის შემდეგ, პონტიფიკოსმა სცენაზე უკრაინელი ბავშვების ჯგუფი გამოიყვანა, რომლებიც ომს გამოექცნენ და თავი იტალიას შეაფარეს და სააღდგომო ტკბილეული გადასცა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge