“შტაინმაიერის მხრიდან მხოლოდ სინანულის გამოვლენა საკმარისი არ არის” – გერმანიაში უკრაინის ელჩი

გერმანიაში უკრაინის ელჩი, ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ რუსეთთან ურთიერთობაში შეცდომების აღიარება მხოლოდ „პირველი ნაბიჯია“.

როგორც დიპლომატმა რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან საუბარში თქვა, “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებებს ქმედებები მოჰყვეს. ეს ქმედებები ჯერ არ ჩანს”.

“ვისურვებდი, რომ ფედერალურმა პრეზიდენტმა არა მხოლოდ სინანული გამოავლინოს, არამედ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, მოსთხოვოს მთავრობას ბუჩას ხოცვა-ჟლეტისა და სხვა სისასტიკისგან გაკვეთილი გამოიტანოს. სხვა საკითხებთან ერთად, ეს უფრო მკაცრ სანქციებს და ენერგეტიკულ ემბარგოსაც ნიშნავს”, – თქვა ელჩმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები