შსს უწყების ადმინისტრაციის უფროსის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

მესტიაში, უბედური შემთხვევის შედეგად შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის ეკატერინე კერესელიძის დაღუპვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
„30 ივლისს, მესტიაში, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს“,- აღნიშნავენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი ეკატერინე კერესელიძე გუშინ გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა. ჯაფარიძეს თან ახლდა ერთ-ერთი მეგობრის მცირეწლოვანი შვილი. შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო. მესტიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები