აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“მსოფლიო შოკირებულია და გაოცებულია რუსეთის ჯარების მიერ ბუჩასა და მთელ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკით. უკრაინული ძალები სიმამაცით აგრძელებენ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვას”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერენ მხარს.

„დღეს, პრეზიდენტის დავალებით,100 მილიონი დოლარის გამოყოფის განკარგულება გავეცი, რომ მოხდეს უკრაინის გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილება დამატებითი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით“, – თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები იმუშავებენ რუსეთის დანაშაულებების შესახებ ანგარიშების დოკუმენტირებაზე და ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები