სერგეი ლავროვი: კიევის მხრიდან ბუჩაში განხორციელებული პროვოკაცია რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაა

კიევის მხრიდან ბუჩაში განხორციელებული პროვოკაცია რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევს უნდა გაეგზავნოს ცალსახა სიგნალი, რომ პროვოკაციები არ გააგრძელოს.

„მიჩნდება კითხვა, რა არის ამ ცრუ პროვოკაციის მიზეზი, რომლის სიმართლის გამართლება უბრალოდ შეუძლებელია? ვფიქრობთ, რომ მიზეზი მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში უნდა ვეძებოთ. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად, რუსულმა მხარემ კეთილგანწყობის ჟესტით გადაწყვიტა ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია, ჩვენი სამხედროების ქალაქ ბუჩას დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, იქ პროვოკაცია მოეწყო.

კიდევ ერთხელ, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მათ, ვინც ხელმძღვანელობს კიევის ქმედებებს, გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა ევროპაში უსაფრთხოებისთვის, მომავალი მსოფლიო წესრიგისთვის, პრაქტიკაში უზრუნველყონ გაეროს ყველა პრინციპი. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ კიევს გაუგზავნოს ცალსახა სიგნალი, რომ პროვოკაციები არ გააგრძელოს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები