„ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სამთავრობო ანგარიშის მასალა შეზღუდა

„ტვიტერმა“ რუსეთის 300-ზე მეტი სამთავრობო ანგარიშის მასალა შეზღუდა, მათ შორის ვლადიმერ პუტინი.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ანგარიშებს საიტის სიახლეების ზოლსა და შეტყობინებებში ვეღარ შეხვდებით.

კომპანია „ტვიტერი“ აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ მიიღებს ზომებს, რომელიც „შეზღუდავს წვდომას ღია ინტერნეტზე, სანამ ისინი შეირაღებულ კონფლიქტში იმყოფებიან“.

მოცემულ ანგარიშებს უკრაინის ომის დროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია საშუალებებისგან განსხვავებით, ისინი აქამდე „ტვიტერის“ კონკრეტულ შეზღუდვებს არ ექვემდებარებოდნენ.

აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სამინისტროების, საელჩოების პროფილებსა და მაღალჩინოსნების ანგარიშებს.

ამჟამად პუტინს აქვს სოციალური მედიის ორი ოფიციალური ანგარიში: ერთი რუსულ და ერთიც ინგლისურ ენაზე. მათ 3.6 მილიონი და 1.7 მილიონი მიმდევარი ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები