ნატოში აშშ-ის წარმომადგენელი – ალიანსი აგროვებს ინფორმაციას, რათა ვლადიმერ პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულისთვის
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ჯულიან სმიტმა განაცხადა, რომ ალიანსი აგროვებს ინფორმაციას, რათა ვლადიმერ პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულისთვის.
„რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინფორმაციის შეგროვებაა, რომელიც გვჭირდება პუტინისა და მისი გუნდისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ამისთვის მრავალი გზა არსებობს. არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვარიანტი“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა.
კითხვაზე, თუ როგორ დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებების გამოძიებას, სმიტი ამბობს: „უპირველეს ყოვლისა, რაც გვსურს რომ ვუზრუნველყოთ, გამოვააშკარავოთ სიმართლე და სრულად გავიგოთ რა ხდება მიწაზე. უნდა შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია“.