პოდოლიაკი – ევროპას: მოგვეცით მძიმე იარაღი დღეს, თუ არ გინდათ, რომ „ბუჩას სინდრომით“ დაინტაჯოთ
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ბუჩა რუსეთის სისასტიკის გამოვლინების მხოლოდ დასაწყისია და ეს მხოლოდ იმ ფონზე, როდესაც ევროპას გაზისა და ნავთობის დაკარგვის ეშინია.
“ევროპამ, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია გაზის/ნავთობის დაკარგვის, უნდა იცოდეს, რომ ბუჩა რუსეთის შესახებ სიმართლის მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი იქნება ასობით უკრაინული ქალაქი, რომელშიც
კანიბალისტური “რუსული სამყარო” შევიდა. მოგვეცით მძიმე იარაღი დღეს, თუ არ გინდათ, რომ „ბუჩას სინდრომით“ დაინტაჯოთ”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერის” გვერდზე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge