გამოკითხვა: მაკრონი ლე პენს მხოლოდ 4%-ით უსწრებს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ირკვევა, რომ მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მხარს გამოკითხულთა 27% უჭერს, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიის “ნაციონალური გაერთიანების” ლიდერ მარინ ლე პენს – 23%.

კვლევა OpinionWay-Kéa Partners-მა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ 30 მარტს მაკრონს მხარს ფრანგების 28% უჭერდა, ხოლო ლე პენს – 20%.

რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ულტრამემარცხენე პარტიის “დაუმორჩილებელი საფრანგეთის” ლიდერი, ჟან-ლუკ მელენშონია, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 15% მისცემს.

მას მოსდევს ერიკ ზემური და ვალერი პეკრესი, ორივეს 9-9-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გავლენ, მოქმედი პრეზიდენტი 53%-ით გაიმარჯვებს.

გამოკითხვა 2-5 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მასში 1777 ადამიანი მონაწილეობდა.

საფრანგეთში არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს, ხოლო მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

პრეზიდენტობაზე პრეტენზიას 12 კანდიდატი აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები