კიევს უახლოეს დღეებში ავსტრიის კანცლერი ეწვევა
ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეხამერი უახლოეს დღეებში კიევში ჩავა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ნეხამერსა და ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, კანცლერის ოფისი ავრცელებს.
ვიზიტის მიზანია უკრაინის შემდგომი ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა.
ამ დროისთვის ავსტრიამ უკრაინას, დაახლოებით, 17,5 მილიონი ევრო გადასცა, ასევე, 10 ათასი ჩაფხუტი და 9100-ზე მეტი სამოქალაქო გამოყენების დამცავი ჟილეტი მიაწოდა.
მიმდინარე კვირას კიევს ასევე ეწვევიან ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge