“ბუჩას შედეგი” – ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს და ქვეყნიდან რუსეთის ელჩს აძევებს.

მისივე თქმით, ლიეტუვის ელჩი სამშობლოში მოსკოვიდან უახლოეს დროში დაბრუნდება.

„ლიეტუვის მთავრობამ დიპლომატიური ყოფნის დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის ფედერაციის ელჩმა ლიეტუვა უნდა დატოვოს, ლიეტუვის ელჩი კი მოსკოვიდან უახლოეს მომავალში დაბრუნდება“, – თქვა ლანდსბერგისმა.

აღინიშნება, რომ გადაწყვეტილება ქალაქ ბუჩაში განვითარებული მოვლენების ფონზე იქნა მიღებული.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები