BBC: ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ დაათვალიერა გზა, სადაც ადრე რუსული კოლონა იდგა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები და გენოციდი განახორციელა.

BBC-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მშვიდობის საკითხის განხილვა – ზელენსკიმ უპასუხა, რომ კი.

„დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში, ევროპაში ვართ. ჩვენ, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, ძალისხმევას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები