ჯონსონი: რუსული ტანკები უკრაინელი ხალხის პატრიოტულ სულისკვეთებას ვერ გატეხენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონი განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის არმიის იარაღი და ტანკები უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას ვერ გატეხენ.

ამის შესახებ ჯონსონი Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.

„ვერცერთი ტანკი და იარაღი, რომელიც ვლადიმერ პუტინის არსენალშია, ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას და ვერ მისცემს მას სამშობლოს დაპყრობის საშუალებას. ბრიტანეთი არასოდეს იტყვის უარს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერაზე და ეჭვი არ მეპარება, როდესაც წამების დრო დასრულდება, უკრაინა აღდგება და თავისუფალ და სუვერენულ ერებს შორის თავის ადგილს კვლავ დაიკავებს“, – განაცხადა ჯონსონმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის შეჭრიდან უკრაინელები უძლეველი სიმამაცითა და გამძლეობით იცავდნენ სამშობლოს.

„ბრიტანეთში აღფრთოვანებულები ვართ უკრაინელების მამაცობითა და პატრიოტიზმით. ჩვენი საქმეა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჯონსონმა ასევე ჩამოთვალა ის, რაც დიდმა ბრიტანეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე გააკეთა უკრაინისთვის.

კერძოდ, ჩატარდა წვრთნები 22000-ზე მეტი უკრაინელი სამხედროსთვის; გამოყოფილია ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 400 მილიონი ფუნტი სტერლინგი.

ასევე, ბრიტანეთში უკვე 150 000-მა ოჯახმა უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარი შესთავაზა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები