მერკელმა ზელენსკის უპასუხა

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ DPA-ს მერკელის პრესსპიკერმა უთხრა.

„ფედერალური კანცლერი, დოქტორი ანგელა მერკელი 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საკუთარ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს“, – თქვა სპიკერმა.

ამავდროულად, მერკელმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებისკენ არის მიმართული, მაგრამ ბუჩაში ჩასვლის მიწვევას არ უპასუხა.

„ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში შესამჩნევი სისასტიკის გათვალისწინებით, ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობა, ბოლო მოეღოს რუსეთის ბარბაროსობას და უკრაინის წინააღმდეგ ომს, ყოფილი კანცლერის მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა“, – დასძინა სპიკერმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რომ “საკუთარი თვალით ნახონ, სადამდე მივიდა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ“.

ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ 3 აპრილს ბუქარესტის ნატო-ს სამიტის მე-14 წლისთავი შესრულდა, როდესაც უკრაინის “ნაცრისფერი ზონიდან” გამოყვანის შანსი იყო.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები