გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ბუჩას საკითხზე სხდომის ჩატარებაზე უარი უთხრა. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ბუჩაში “პროვოკაციები იყო” და რომ ადამიანების მასობრივ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთი არ გაჩერდება და სხდომის გამართვის მოთხოვნას გააგრძელებს.
ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წამების, გაუპატიურებისა და მკვლელობის შესახებ ინფორმაციას რუსეთში „პროვოკაციას“ უწოდებენ. მოსკოვში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „ნეონაცისტებმა ჩაიდინეს”.
ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე მსოფლიომ უკვე დაგმო, მიმდინარე კვირას რუსულ ენერგორესურსებს, მაღალი ალბათობით, ემბარგო დაუწესდება.
პოლონეთის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge