პაატა ზაქარეიშვილი დიასპორისული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

დიასპორისული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ. სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობაზე და იმ პოლიტიკაზე ისაუბრა, რასაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ კუთხით ატარებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღევანდელი შეხვედრა პროგრამის ფარგლებში რიგით მეოთხე იყო. 4 აგვისტოს პროგრამის საბოლოო შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ თანამშრომლობით უკვე ორი წელია ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები