ზელენსკი ბელგოროდში აფეთქებაზე: გულწრფელად გითხრათ, არაპროფესიონალურია საუბარი, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს

დღეს განცხადებების მოსმენა, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს – გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი არაპროფესიონალურია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, არის თუ არა უკრაინა რუსულ ქალაქ ბელგოროდში ნავთობბაზაზე მომხდარი აფეთქების თანამონაწილე. 

„მაპატიეთ, მე არ ვაპირებ არცერთი ჩემი ბრძანების განხილვას. არის რაღაცები, რასაც მე ვუზიარებ მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ომია. ჩვენ თავს დაგვესხნენ. აი, რა არის მნიშვნელოვანი. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა და დღეს განცხადებების მოსმენა, რომ სადღაც რაღაც ფეთქდება, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს – გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი არაპროფესიონალურია. რუსებმა მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება, ისინი დაგვესხნენ თავს. ეს ომი უკვე 8 წელია გრძელდება, ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ვითარებაში, ჩემთვის კომენტარის გაკეთება რთულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები