პრემიერ-მინისტრი რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„დაბადების დღეს ვულოცავ შესანიშნავ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას.
თავისი შემოქმედებით რობერტ სტურუამ ეპოქა შექმნა ქართულ თეატრში. მან შექმნა სპექტაკლები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა ქართულ კულტურაზე. დიდ რეჟისორს არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული მსოფლიოს წამყვან თეატრებში, რომლებმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა მას და ქართულ კულტურას.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ რობერტს დაბადების დღეს. ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ ბევრ შემოქმედებით წარმატებას“, – აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები