პესკოვი: ევროპისთვის გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა, რუბლში გადახდა შეიძლება, 1-ლი მაისიდანაც დაიწყოს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა ევროპისთვის უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე არ ვრცელდება.
“გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ არ იქნება დასტური, 1-ლი აპრილიდან მიწოდება შეწყდება. არა, ეს ასე არ არის”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, “იმ გაზის საფასურის გადახდა, რომელსაც დღეს ვაწვდით, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვებში ან სულაც მაისში ხდება”.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ რუსულ რუბლში ანგარიშსწორების მოთხოვნა გაუქმდეს, პესკოვმა თქვა, რომ დღეს ასეთი ვარიანტი უფრო მისაღებია, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა – “შესაბამისი გარემოებების დადგომის შემთხვევაში”.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge