რუსეთში აცხადებენ, რომ ბელგოროდთან უკრაინიდან ნასროლი კიდევ ერთი რაკეტა ჩამოვარდა
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელგოროდის რაიონის სოფელ ნიკოლსკოეში, სავარაუდოდ, “უკრაინიდან ნასროლი” ჭურვი ჩამოვარდა.
TASS და RBC-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ისმოდა “აფეთქების ხმა”, თუმცა, მსხვერპლი და ნგრევა არ ფიქსირდება.
დღეს ასევე უშუალოდ ბელგოროდში ნავთობ საცავში გაჩნდა ხანძარი მას შემდეგ, რაც, რუსული მხარის მტკიცებით, ორმა თვითმფრინავმა უკრაინის მხრიდან ტერიტორია დაბომბა.
ნავთობ საცავებში ხანძარი მთლიანად ჯერ ლოკალიზებული არ არის.