ერდოღანი: პუტინის და ზელენსკის შეხვედრა შესაძლოა, სტამბოლში შედგეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა პირადი შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვეს.

ამის შესახებ გაზეთი Sabah-ი წერს.

მისი თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის სამიტი შესაძლოა, სტამბოლში გაიმართოს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოსკოვიდან და კიევიდან ლიდერების შეხვედრაზე დადებითი პასუხი მიიღო.

„შესაძლოა, სტამბოლში გაიმართოს ლიდერების შეხვედრა. თურქეთი, ძალიან ბედნიერი იქნება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები