უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ონლაინრეჟიმში განახლდა
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების შესახებ იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ რუსულმა მხარემ დღეს უკრაინელების მიერ გაგზავნილი მოთხოვნების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ოფიციალური კიევი ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ითხოვს. რა პასუხს გასცემს რუსეთი უკრაინას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge