რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდში ხანძარი უკრაინულ ავიაიერიშს მოყვა – “სიტუაცია პუტინს მოახსენეს”

რუსული მხარის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ბელგოროდში არსებული სიტუაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენეს.

უკრაინულ მხარეს იერიში, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები