გიორგი სიგუა: მე აქამდე მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი იყო (ვიდეო)

4 აგვისტოს გიორგი სიგუა თანამდებობას დატოვებს. ვინ შეცვლის ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს, ამ ეტაპზე უცნობია. გიორგი სიგუა გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ სიგუა აცხადებდა, რომ მას სამინისტროდან გათავისუფლების განცხადება არ მიუღია, სამინისტრომ შეტყობინება გუშინ გაუგზავნა. ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გათავისუფლების შეტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გაუგზავნა.
„კვირიკაშვილს ჩემთვის ზეპირი შენიშვნა არაერთხელ მოუცია, იმიტომ რომ ის ცოტა სხვანაირი ადამიანია და სხვანაირი ადამიანი ვარ მე. თუ მექნება არჩევანი თანამდებობასა და „კაზანტიპს“ შორის, მე ავირჩევ „კაზანტიპს“ , მე აქამდე მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი იყო, და თუ არ არის და შევცდი… კი, ბატონო“, – აცხადებს გიორგი სიგუა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=l3KekhhuNY8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები