არახამია: რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირობით

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ჯარებს უკრაინის იმ ტერიტორიიდან გაიყვანს, რომელსაც ის 23 თებერვლის მდგომარეობით აკონტროლებდა.

ამის შესახებ მან RBC ukraine-სთან ინტერვიუში თქვა.

„როდესაც მივუახლოვდებით შეთანხმების პირობით ხელმოწერას ან იმ მომენტს, როდესაც მისი განხილვა უკვე სერიოზულად შეიძლება, მათ მოუწევთ ქვეყნის მთლიანად დატოვება.  ამის შემდეგ დავსხდებით ხელმოსაწერად ან პარაფირებისთვის. ეს არის საერთაშორისო გარანტია, არა მხოლოდ ჩვენი მოთხოვნები ან თხოვნები, არამედ აუცილებელი პირობები, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ დოკუმენტის მოქმედი ხელმოწერა“, – განაცხადა მან.

არახამიამ მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად დონბასის თემა გამოყო. მისი თქმით, ჯერ მისი განხილვა არც დაწყებულა.

არახამიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საოკუპაციო ჯარებმა უნდა დატოვონ, მათ შორის, ხერსონის რეგიონის სამხრეთი – ყირიმისკენ ე.წ. “დერეფანი”.

„თითოეული საკითხის გადაწყვეტილებაზე ცალ-ცალკე ვმუშაობთ, მაგრამ ხელმოწერა შეგვიძლია მხოლოდ მთლიანობასა და კომპლექსში. თუ ასე არ მოხდა, მაშინ საუბარს აზრი ეკარგება. მათაც დაუჭირეს მხარი ამ პოზიციას და ასე მოვდივართ“, – განმარტა არახამიამ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები