თინა ბოკუჩავა: ურთიერთბრალდებები სახელმწიფოს ძალიან ასუსტებს

“ეს ურთიერთბრალდებები, იქნება ეს პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ სხვადასხვა ინსტიტუციას შორის ქვეყნის შიგნით, ძალიან ასუსტებს საქართველოს დემოკრატიას და სახელმწიფოს”, – ამის შესახებ„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ელჩების დანიშვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ურთიერთბრალდებიდან გამოვიდეს ყველა და ქვეყანამ გაუსწოროს თვალი იმ ეგზისტენციალურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მთავრობის განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები