ნიკოლოზ სამხარაძე: ელჩობის 12 გაგზავნილი კანდიდატიდან 12-ვე დანიშნულია, მაგრამ, ამ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დანიშნა

“ელჩობის 12 გაგზავნილი კანდიდატიდან 12-ვე დანიშნულია, მაგრამ, ამ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დანიშნა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

“გუშინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ელჩობის რამდენიმე კანდიდატურა არ დაამტკიცა. ამის თაობაზე არაოფიციალური ინფორმაცია მეც მაქვს, ამიტომ, არ მაქვს საფუძველი, მთავრობის განცხადებაში ეჭვი შევიტანო. რაც შეეხება მიმოწერასა და ოფიციალურ ნაწილს, ამას, ალბათ, მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან გაარკვევენ“, – აღნიშნა სამხარაძემ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები