უკრაინაში IAEA-ს ხელმძღვანელი ჩავიდა
უკრაინაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ჩავიდა.
როგორც სააგენტოს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი, გროსის ჩასვლის მიზეზი ქვეყნისთვის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საგანგებო ტექნიკური დახმარების გაწევაა.
ასევე, აღნიშნავენ, რომ მთავარი ამოცანაა ატომურ ობიექტებზე ავარიების რისკის არიდება.