კომპანია Heineken რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს
ნიდერლანდური ლუდის კომპანია – Heineken-ი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს.
“ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთში Heineken-ის ბიზნესის ფლობა აღარ არის მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი არსებულ გარემოში. შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ რუსეთის დატოვება”, – წერია განცხადებაში.
კომპანია 2022 წლის ბოლომდე მის 1 800 თანამშრომელს ხელფასებს გადაუხდის.